вторник, 24 июля 2012 г.


პროექტის  სახელწოდება: ადამიანის ზემოქმედება  გეოგრაფიულ  გარემოზე.
პროექტის  მთავარი იდეა:  მოსწავლეები გაეცნობიან  გეოგრაფიულ  გარემოს, რომ ადამიანი არის ბუნების  ნაწილი  და  გაჩენის  დღიდან  მისი  არსებობა უზრუნველყოფილია  ბუნებასთან დამყარებული  ურთიერთობების   ანუ  ბუნებათსარგებლობით. გეოგრაფიულ ი გარემო ადამიანის საციცოცხლო  სივრცეა.
პროექტის  აქტუალობა:  ამ თემის  შესწავლით  მოსწავლეები  გააცნობიერებენ,  რომ ბუნება  ითხოვს  შველას, პარტნიორობას. რომ  ადამიანმა  ბუნების  მიერ  ნაბოძები  ყველა რესურსი  უნდა გამოიყენოს  გონივრულად, რაციონალურად.   რაციონალური  ბუნებათ სარგებლობა  კი  შეხამებულია  მის  დაცვასთან და რესურსების  კვლავ წარმოებასთან.
პროექტის  მიზნები: კვლევის , კომუნიკაციის  და  კრიტიკული აზროვნების  განვითარება, მოს-ბი გაეცნობიან ადამიანის ადგილს  ბუნებაში, ბუნების  მნიშვნელობას  ადამიანისათვის, ბუნების ესთეთიკურ  ღირებულებას,  ბუნების  გამაჯანსაღებელ  მნიშვნელობას.  გააცნობიერებენ, რომ გარემოს  დამაბინძურებელი  ფაქტორები  მხოლოდ ადამიანის საქმიანობასთან  არის  დაკავშირებული.
მონაწილეთა  ასაკი:  15 წელი.
ვადები/ხანგრძლივობა: 1 თვე
მოსალოდნელი  შედეგები:  შეიქმნება  სხვადასხვა პრეზენტაციის  ფაილები, ელქტრონული  ჟურნალი  „ ადამიანი  და  გეოგრაფიული  გარემო“, შეიქმნება  ბლოგი,  რომელზეც  განთავსდება  შექმნილი  ელექტრონული  მასალები, შეიქმნება  ანგარიში.
პროექტისათვის  საჭირო  რესურსი: კომპიუტერ, ინტერნეტი, სახელმძღვანელო, მოსწ-ის  მიერ  მომზადებული  პრეზენტაცია.
პროექტის  მსვლელობა: საპროექტო  თემის შერჩევის შემდეგ  შეიქმნება პროექტის  გეგმა  და  მისი  განხორციელების  ეტაპები.  მოსწავლეთა  ერთ  ნაწილს  დაევალება  მოიძიონ  და ელექტრონულად  აკრიფონ რომ გარემოს დამაბინძურებელ  ფაქტორებს  ქმნის  ადამიანის  ზემოქმედება  გარემოზე, რომ  ტყეების  გაჩეხვა, ფაბრიკა- ქარხნების, ავტომობილების  გამონაბოლქვი  მავნე   გაზები   აბინძურებენ   ატმოსფეროს. სამრეწველო  ნარჩენები წამლავენ ნიადაგს  და წყალს.  ასევე  სასუქების  და  პესტიციდების  გამოყენება   აბინძურებს  გარემოს  და საფრთხეს  უქმნის  ადამიანის  ჯანმრთელობას.
 მეორე  ნაწილს   კი დაევალება  ბუნებრივი  რესურსების  საპრეზენტაციო  ფაილის  შექმნა. მოხდება საერთო დასკვნების  გამოტანა და  ბუნების  დაცვის  ინსტრუქციების  ჩემოიყალიბება. ყველა  ამ  ინფორმაციაზე  დაყრდნობით  პროექტის  მონაწილეები  იმუშავებენ  ელექტრონული  ჟურნლის  შექმნაზე  და   რედაქტირებაზე. შეიქმნება  პროექტის  ანგარიში  და მოხდება  პროექტის  პრეზენტაცია  სკოლის   მასწავლებლის , მოსწავლის  და  მათი  მშობლების  წინაშე.  პროექტის  დასასრულს  მოსწავლეები  შეავსებენ თვითშეფასების   ბარათებს.
ეროვნულ სასწავლო  გეგმასთან კავშირი:  ისტორია, გეოგრაფია. ბიოლოგია
პროექტის ხელმძღვანელი: ეთერ დიასამიძე
ხელმძღავნელის  ელ  ფოსტა: ediasamidze2012@gmail.com
პროექტის ბლოგი: sesili2012.blogspot.com




გაკვეთილის გეგმა








პირველი შეტყობინება